Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პრემიერის, პოლიტიკოსების კომენტარები ნათესავზე ‘ზეწოლის’ შესახებ პრეზიდენტის ბრალდებაზე
Civil.ge
25 July 2016, 20:05

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამორიცხა, რომ პოლიტიკური მოტივი ან შანტაჟის მცდელობა იყო, როდესაც პოლიციამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნათესავი გაჩხრიკა – შემთხვევა, რომელიც მარგველაშვილმა „ზეწოლის“ მცდელობად შეაფასა.

25 ივლისს პრეზიდენტი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეხვდა და ის ბრალდებები განიხილა, რომელიც ამ უკანასკნელმა გასულ კვირას გააჟღერა და რომლის თქმითაც 9-წევრიანი სასამართლოს ზოგიერთი მოსამართლის მიმართ „ზეწოლა“ და „შანტაჟი“ ხორციელდება, რათა მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ან გააჭიანურონ იმ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელთაც ამჟამად სასამართლო განიხილავს.

ამ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებები სასამართლოზე ზეწოლის შესახებ, რადგანაც მისი ოჯახის ერთ–ერთ წევრზეც მოხდა „ზეწოლა.“

მან განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მისი ოჯახის ერთ–ერთი წევრი, რომელიც მან არ დააკონკრეტა, პოლიციამ ქუჩაში გააჩერა და შემდეგ მის სახლში „სასამართლოს დადგენილების გარეშე“ ჩხრეკა ჩაატარა.

„ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს არაფერი აქვს საერთო ამ „საშიშ ტენდენციასთან“ და დასძინა, რომ ეს „საშიში ტენდენცია“ მდგომარეობს იმაში, რომ „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ  არაფორმალური კავშირები სამართალდამცავებთან ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია მოხმარებულია პოლიტიკური მიზნებისთვის“.

25 ივლისს სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის წარმოებისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას ჰქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ თემაზე რამოდენიმე დღის წინა.

„მაშინვე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი,“ განაცხადა კვირიკაშვილმა. „მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შანტაჟი და მასში იყოს პოლიტიკური კომპონენტი. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი“.

„ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, ნებისმიერმა ჩვენგანმა, მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცავებს და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

პრემიერის კომენტარის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია რომ 28 ივნისს პოლიციამ სამი მამაკაცის ჩხრეკა განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – შსს–ს თქმით, ჩხრეკა სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი. ერთ–ერთი ამ პირთაგანი პრეზიდენტის ცოლის, მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლე იყო, რომლის მანქანაც და სახლიც გაჩხრიკეს. შსს–ს თანახმად,  პრეზიდენტის სიძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.

პარლამენტის ვიცე–სპიკერმა პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოდან“, მანანა კობახიძემ პრეზიდენტი უპასუხისმგებლო და „არასერიოზული“ განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის „ისვრის გარკვეულ ბრალდებებს“ ხელისუფლების მიმართ. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებთან პირად საუბარში, როდესაც ეგონა, რომ კამერები მას აღარ იწერდნენ, კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მას შთაბეჭდილება დარჩა რომ პრეზიდენტს ალკოჰოლის „ცოტა მეტი დოზა“ ჰქონდა მიღებული როცა ამ ბრალდებაზე საუბრობდა. 

„მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე [ტელეკამერების წინ]. პირველი რაც ვიფიქრე - ზოგადად უყვარს ძლიერი სასმელები... და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული“, – განაცხადა მან ღიმილით.

პრეზიდენტის განცხადებიდან ცოტა ხანში ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათზე, მათი ოჯახის წევრებსა და გარემოცვაზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ხორციელდება აჩვენებს, რომ ქვეყანაში „კატასტროფული ვითარება“.

„პრემიერ-მინისტრი [კვირიკაშვილი] არაფერს არ წყვეტს; ხალხი, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილს პირადად, ჩადიან ამ უკანონო ქმედებებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

„თუ მსგავს ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა და საუბარია პრეზიდენტის ოჯახის წევრების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლაზე, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ არსებობს და ეს ნიშნავს იმას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ. 

ალექსი პეტრიაშვილმა თავისუფალი დემოკრატებიდან განაცხადა, რომ ეს ფაქტი „აღმაშფოთებელია“.

„როდესაც ამ საკითხზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ოპოზიცია საქმე რეალურად გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს“, – განაცხადა მან.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი